– პოლიციამ დააკავა პირი, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სურამში მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას და საეკლესიო ნივთებს – აღნიშნული მონასტერი დანაშაულში ბრალდებულმა წარსულშიც გაქურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1979 წელს დაბადებული ნ.გ. დააკავეს.
-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დაბა სურამში მდებარე ერთ-ერთი მონასტრის შესაწირ ყუთში არსებულ თანხას, საეკლესიო ნივთებს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ასევე დგინდება, რომ აღნიშნული მონასტერი დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულშიც გაქურდა.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.გ. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხისა და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა