ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, მაგრამ დღეს საუბრობს უფრო მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაც. მარკო რუბიო ამბობს, რომ უნდა დაეხმარონ არა არასამთავობო სექტორს, არამედ კონკრეტულად ქვეყნებს
პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დიმიტრი ხუნდაძემ მედიასთან ისაუბრა ქვეყნის გარედან შიდა პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობაზე და განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორი პროცესებს მართავდა იქ, სადაც მათთვის არასასურველი ხელისუფლებები იყვნენ
„ისინი იყენებდნენ თანხებს, აფინანსებდნენ არასამთავრობო სექტორს, ყიდულობდნენ მედია საშუალებებს, ახდენდნენ მასშტაბურ ზეწოლას პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, მთავრობებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებს მართავდნენ სხვადასხვა ქვეყნებში – ასეთი იყო საქართველო, ასეთი იყო უკრაინა,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, დღეს უკვე არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ხელისუფლებებიც ხმამაღლა საუბრობენ ქვეყნების შიდა პროცესებში ჩარევაზე და მათ შორის, ისეთი ქვეყნების ხელისუფლებებიც, საიდანაც მსგავსი პროცესების დონაცია ხდებოდა.
„როცა პოლიტიკური პროცესი ფულით დაფინანსებული ხდება და იმართება გარედან, რა თქმა უნდა, ეს შიდა ინტერესებს ეწინააღმდეგება და ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ, მაგრამ იგივეს ამბობს უფრო მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაც, უფრო დიდი რესურსის ქვეყნები და პრაქტიკულად იმ ქვეყნებიდან საუბრობენ, საიდანაც ასეთი პროგრამების დონაცია ხდებოდა. ამაზე, სხვათაშორის, მხოლოდ ილონ მასკი არ საუბრობს: აღსანიშნავია მარკო რუბიოს განცხადებაც. ის ამბობს, ჩვენ უნდა დავეხმაროთ არა არასამთავობო სექტორს, არამედ კონკრეტულად ქვეყნებსო. საკმაოდ სკანდალური იყო ეს განცხადება. ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის მაღალჩინოსანი, გადამდგარი პოლკოვნიკი, რომელიც ამერიკის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო, ამბობს, რომ ისინი ასეთი მიზნებისთვის იყენებდნენ თანხებს – აფინანსებდნენ არასამთავრობო სექტორს, ყიდულობდნენ მედია საშუალებებს და ისინი ახდენდნენ მასშტაბურ ზეწოლას პოლიტიკურ წარმომადგენლობაზე, მთავრობებზე და შიდა პოლიტიკურ პროცესებს მართავდნენ სხვადასხვა ქვეყნებში – იქ, სადაც მათთვის არასასურველი ხელისუფლებები იყვნენ არჩეული საზოგადოების მხრიდან. ასეთი იყო საქართველო, ასეთი იყო უკრაინა და ეს ჩამონათვალი რა თქმა უნდა, აქ არ მთავრდება“ – ამბობს დიმიტრი ხუნდაძე.


