საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში პსჟ-მ გადახალისებული შემადგენლობით რანგით მეხუთე დივიზიონის სამოყვარულო „ფონტენე“ 4:0 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
1/16-ფინალები 10-11 იანვარს ჩატარდება.
გონსალო რამუშმა დუბლი შეასრულა. თითო-თითო გოლი დუემ და დემბელემ გაიტანეს.
სტუმართა გუნდს ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, რომელსაც ვირუსი აქვს.
მომდევნო მატჩს „პარი სენ ჟერმენი“ 4 იანვარს სახლში „პარიზთან“ გამართავს.
ნანტი. „ბოჟუარი“
ფონტენე – პსჟ 0:4
გოლები: 0:1 დუე (25), 0:2 დემბელე (34, პენ), 0:3 რამუში (53), 0:4 რამუში (58)
წიტაიშვილის და აბუაშვილის “მეცი” საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში გავიდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” “სტოკს” სძლია
[PHOTO] სამართლიანია საფონოვის გმირობა? – უკრაინელების რეაქცია რუსი მეკარის მოგერიებაზე
უსაზღვრო “კვარათამასა” – ის, რაც ხვიჩას უკავშირდება



