NBC News – დონალდ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების ვარიანტების წარსადგენად ემზადება

ისრაელი -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის ირანის წინააღმდეგ ახალი დარტყმების ვარიანტების წარსადგენად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News ერთ ინფორმირებულ წყაროზე და ოთხ ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, ისრაელის განსაკუთრებულ შეშფოთებას ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების წარმოების ობიექტების აღდგენა და საჰაერო თავდაცვის სისტემების რემონტი იწვევს, რომლებიც წელს ისრაელის დარტყმების შედეგად დაზიანდნენ.
ასევე აღინიშნება, რომ თეირანი ურანის გამდიდრების ბირთვულ ობიექტებს აღადგენს, რომლებიც -მა ივნისში დაბომბა.
“მოსალოდნელია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, და ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ერთმანეთს მოგვიანებით ამ თვეში შეხვდებიან ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს ტერიტორიაზე,” – წერს გამოცემა.
წყაროების თქმით, ნეთანიაჰუ არგუმენტების წარდგენას გეგმავს, რომ ირანის მიერ თავისი ბალისტიკური რაკეტების პროგრამის გაფართოება საფრთხეს წარმოადგენს, რომელიც სწრაფ ქმედებას საჭიროებს. მოსალოდნელია, რომ ნეთანიაჰუს არგუმენტის ნაწილი იქნება ისიც, რომ ირანის ქმედებების საფრთხეს წარმოადგენს არა მხოლოდ ისრაელისთვის, არამედ უფრო ფართო რეგიონისთვისაც, მათ შორის აშშ-ის ინტერესებისთვის.
წყაროების თქმით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ტრამპს რაიმე ახალ სამხედრო ოპერაციებში აშშ-ის ჩართვის ან მხარდაჭერის ვარიანტებს წარუდგენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე