,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – სააკაშვილი

ციხიდან წერილს აქვეყნებს:
,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად და N1 პოლიტპატიმრად. საიდან ვიცი? ნუ თუნდაც იქიდან, რომ ყოველ ჯერზე მათავსებენ ყველაზე შორეულ საკანში, ყველაზე მაღალ სართულზე, დერეფნის სულ ბოლოში. საგანგებოდ ისეა მოწყობილი, რომ მზე არცერთი მხრიდან არ უდგებოდეს.
აქედან ყველაზე ბევრი სავალია ექიმამდე, ადვოკატამდე და შხაპამდე. აქ ყველაზე ბოლოს აღწევს საკვები და მაღაზიის შეკვეთები. აქ ვარ იმიტომაც, რომ ყველაზე ბოლოს ჩემს გაშვებას აპირებენ და ვინიცობაა ვინმემ განიზრახა ჩემი განთავისუფლება, უფრო ძნელად მომწვდება.
ასევე უნდა იცოდეთ, რომ ციხეზე მოდგმულია ცემენტის ქარხანა, რომელზეც არ აყენია ფილტრები და მთელი კანცეროგენური მტვერი გვეყრება ჩვენ და რუსთავის მოსახლეობას. თმები რომლებიც მოწამვლის შემდეგ ძლივს ამომივიდა, ხელახლა დამცვივდა და როგორც გავიგე, იგივე დაემართა მურთაზ ზოდელავასაც.
“სასეირნოდ” რომ ჩავყავართ, დღეში ერთხელ, ისეთ ვოლიერში, რომლებშიც ცუდ ზოოპარკში ლომები და ვეფხვები რომ ჰყავთ დამწყვდეული, იქიდან ამოვდივარ მთლიანად ცემენტის ნარჩენებში ამოგანგლული.
რაც შეეხება იმ ქოცებს, რომლებზეც ყვარყვარე გამწყრალია, ისინი იმყოფებიან ქვედა სართულებზე დერეფნის დასაწყისში. ამიტომ, როგორც მაყურებელი, ვაპირებ აქ პალაჟენიის დაყენებას, რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.“