კიევის მერი ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს

კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, ზელენსკის ავტოკრატიზმსა და ჟურნალისტებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კანადურ გამოცემა “გლობ ენდ მეილთან“ ინტერვიუში კლიჩკო აცხადებს, რომ უკრაინა არასწორი მიმართულებით მიდის და სულ უფრო ავტოკრატიული ხდება.
კიევის მერის თქმით, ბოლო 23 თვის განმავლობაში, უკრაინის მთავარი სატელევიზიო არხები მხოლოდ ერთ პროგრამას, “გაერთიანებული ახალი ამბების ტელემარათონს“ აჩვენებენ, რაც განსხვავებული მოსაზრებებისთვის მცირე სივრცეს ტოვებს.
კლიჩკოს განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები ზეწოლის ქვეშ არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო