გაერომ გამოაცხადა, რომ ღაზაში შიმშილობა აღარაა, მაგრამ „სიტუაცია კვლავ კრიტიკულია“

გაერომ ღაზაში შიმშილობა დასრულებულად გამოაცხადა და განაცხადა, რომ „სიტუაცია კვლავ კრიტიკულია“.

19 დეკემბრის განცხადებით, აგვისტოში ღაზაში გამოცხადებული “შიმშილობის მდგომარეობა” ჰუმანიტარული დახმარების წვდომის გაუმჯობესების შედეგად დასრულდა, თუმცა პალესტინელთა ტერიტორიაზე სურსათით მომარაგების მდგომარეობა „კრიტიკული“ რჩება.

„არცერთი რეგიონი აღარ არის “შიმშილის” კატეგორიაში“, – განაცხადა გაეროს “კრიზისების შესახებ გაფრთხილების გაერთიანებამ” – Integrated Food Security Phase Classification Initiative-მ (IPC). თუმცა „სიტუაცია კვლავ კრიტიკულია: მთელ ღაზის სექტორში საგანგებო მდგომარეობაა“… “100 ათასზე მეტი ადამიანი ღაზაში კატასტროფულ მდგომარეობაშია”, – წერს IPC.

-ის ინიციატივით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ღაზაში საომარი მოქმედება შეწყდა.
2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელის სამხრეთ სასაზღვრო რეგიონში ჰამასის (-სა და ევროკავშირში გამოცხადებულია ტერორისტულ დაჯგუფებად) თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ფართო სახმელეთო და საჰაერო საომარი მოქმედება დაიწყო. საზღვრისპირა იერიშის დროს 1200 ადამიანი დაიღუპა და 250 მძევლად წაიყვანეს.
ისრაელის ოპერაციას, პალესტინელთა ჯანდაცვის უწყების თანახმად, რომელიც გაეროს მოჰყავს, დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, ნანგრევებად იქცა ღაზის სექტორი, მთლიანად განადგურდა ინფრასტრუქტურა.
10 ოქტომბრიდან ძალაში შესული შეთანხმება კვლავ მყიფეა, რადგან და ჰამასი ერთმანეთს თითქმის ყოველდღიურად ადანაშაულებენ მის დარღვევაში.

ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ… IPC-ის უახლესი ანალიზის თანახმად, სურსათის უვნებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია 2025 წლის აგვისტოს ანალიზთან შედარებით, რომელმაც “შიმშილობის მდგომარეობა დაადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე