ოპოზიციისგან ეკლესიის, პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი კამპანია ისევ ისმის, ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისა და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ – მიხეილ სარჯველაძე

არ მგონია, გამოხატვის ის ფორმები, რომლებსაც ცალკეული პირები იყენებენ, დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ განაცხადა.
„ოპოზიციის მხრიდან ეკლესიისა და პატრიარქის მიმართ აღვირახსნილი და ნეგატიური კამპანია ისევ ისმის. ბუნებრივია, ამ საკითხებზე პასუხების გაცემა არის საჭირო. ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციისგან და პატრიარქისგან ხელები შორს წაიღონ და დაანებონ თავი. არ მგონია, რომ გამოხატვის ის ფორმები, რასაც ცალკეული პირები იყენებენ, რაღაცნაირად დასაშვები იყოს, რადგან ეს შეურაცხყოფს სასულიერო პირების ღირსებას და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ისე უნდათ სიტუაციის წარმოჩენა, რომ თითქოს ეს არის გამოხატვის რაღაც შეზღუდვა. კრიტიკული მოსაზრებების გამოთქმის საშუალება ყველას აქვს, აქ საუბარია დამახინჯებული ფორმებით მსჯელობაზე“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას