, ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის შემდეგ, მწვანე ბარათის ლატარიას აჩერებს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეაჩერა -ის მწვანე ბარათის ლატარიის პროგრამა გასულ კვირას ბრაუნის უნივერსიტეტში მომხდარი სროლის გამო, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.
სროლაში ეჭვმიტანილი პორტუგალიის მოქალაქე, რომელიც ხუთშაბათს გარდაცვლილი იპოვეს, აშშ-ში 2017 წელს მრავალფეროვნების საიმიგრაციო სავიზო ლატარიის პროგრამით (DV1) შევიდა და მწვანე ბარათი მიიღო.
აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ სავიზო სქემა აშშ-ს პრეზიდენტ ს მითითებით შეაჩერა, რათა „უზრუნველყოს, რომ ამ კატასტროფული პროგრამით მეტი ამერიკელი აღარ დაზარალდეს“.
აღნიშნული პროგრამა ყოველწლიურად 50 000-მდე ვიზას გასცემდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ ქვეყნების მოქალაქეებზე, საიდანაც აშშ-ში ემიგრაციის მაჩვენებელი დაბალია.
მწვანე ბარათის ლატარიით არაერთმა ქართველმა მოახერხა აშშ-ში ცხოვრების უფლების მიღება.