ოთარ არბოლიშვილმა და დავით ზაალიშვილმა 100 წლის ბორჯომელ ვლადიმერ გელაშვილს იუბილე მიულოცეს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა სოფელ ანდეზიტში მცხოვრებ ვლადიმერ გელაშვილს 100 წლის იუბილე მიულოცეს. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ვლადიმერ გელაშვილს ბორჯომის მუნიციპალიტეტისაგან ერთჯერადად 1000 ლარი გადაეცა, ყოველთვიურად კი ის 200 ლარს მიიღებს.
„გილოცავთ 100 წლის იუბილეს! მინდა დიდხანს სიცოცხლე და მხნეობა გისურვოთ. თქვენი ღვაწლი ჩვენს ქალაქში ყოველთვის დაფასებული იქნება“, – მიმართა ვლადიმერ გელაშვილს ოთარ არბოლიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?