რატომ არ კარგავს აქტუალობას „ანე ფრანკის დღიური“ და რა სიახლე გელით ახალ გამოცემაში

დღიური უნიკალური ფანჯარაა, რომელიც ადამიანის სულში გვახედებს. დღიურში ადამიანს შეუძლია ასახოს თავისი აზრები, გრძნობები და გამოცდილება. თუმცა, უამრავ დღიურს შორის განსაკუთრებით გამორჩეული ერთია – „ანე ფრანკის დღიური“, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას.
ანე ფრანკის დღიურის ამბავი
„ანე ფრანკის დღიური“ მეორე მსოფლიო ომის დროს, 15 წლის ებრაელი გოგონას მიერ დაწერილი მემუარებია, რომელიც ამსტერდამში ნაცისტებს ემალებოდა. მისი დღიური იმდროინდელი საშინელი მოვლენებისა და ჰოლოკოსტის შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვან წყაროდ იქცა და მრავალ ენაზე, მრავალ ქვეყანაში, მრავალჯერ გამოიცა წიგნად. დღიურში ანეს წერილები ასახავს გოგონას ბრძოლას საიდუმლო ცხოვრების სირთულეებთან და ნათელი მომავლის იმედებთან . 1947 წელს, ანეს მამამ, ოტო ფრანკმა პირველად გამოაქვეყნა დღიური და მას შემდეგ, იგი მსოფლიო ბესტსელერი გახდა.
დღიურის მნიშვნელობა:
ანე ფრანკის დღიურს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც ამხელს ჰოლოკოსტის საშინელ რეალობას. ეს არის არა მხოლოდ ანე ფრანკის პირადი ისტორია, არამედ ნაციზმის ათასობით უდანაშაულო მსხვერპლის ხმა. ის გვახსენებს ადამიანის ღირსების შენარჩუნების, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ. დღიური ასევე დიდ როლს თამაშობს ახალი თაობების განათლებასა და აღზრდაში, ეხმარება მათ ომისა და რასიზმის საშინელებების გააზრებაში/ დღიურის კითხვით ადამიანები იძენენ თანაგრძნობას და აცნობიერებენ, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს ადამიანის სული ყველაზე რთულ სიტუაციებში.
30000 გამოკითხული მკითხველის არჩევანი
ანე ფრანკის დღიური რჩება პოპულარულ და აქტუალურ წიგნად მისი დაწერიდან მრავალი ათწლეულის შემდეგაც კი. 30 000-ზე მეტი ქართველი მკითხველის არჩევანმა დაგვანახვა, რომ ეს წიგნი კვლავ ლიდერია ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის. 15 იანვრიდან ანე ფრანკის დღიურის ახალი გამოცემის შეძენა უკვე შესაძლებელია ონლაინ. ყველა დროის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების სერიის “50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“ გაგრძელება “კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ“-ის ფარგლებში. ანე ფრან­კის “უკანა სახლი (დღიური წერილების სახით)” ამ სერიის პირველი წიგნია, რომელიც 30 000-ზე მეტმა ადამიანმა შეარჩია.
წიგნი მაღაზიების თაროებზე ხელმისაწვდომი იქნება 19 თებერვლიდან, თუმცა მანამდე შანსი გაქვთ, რომ ის ექსკლუზიურად პირდაპირ სტამბიდან შეიძინოთ. წიგნს სასურველ მისამართზე კურიერი მოგიტანთ. გარდა ამისა, „პალიტრა L“-მა განსაკუთრებული სიურპრიზი მოუმზადა მათ, ვინც წიგნს წინასწარ ონლაინ შეიძენს. წინასწარი შეძენის შემთხვევაში საჩუქრად მიიღებთ ორ მოსაწვევს სერიის პრეზენტაციის დახურულ ღონისძიებაზე, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
„თით­ქმის რვა ათე­უ­ლი წელი გა­ვი­და იმ დღი­დან, რაც წიგ­ნად გა­მო­ი­ცა და ნე­ბის­მი­ე­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­და ფა­შიზ­მის მი­ლი­ონ­თა­გან ერთი მსხვერ­პლის, 15 წლის ებ­რა­ე­ლი გო­გო­ნას სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ამ­ბა­ვი. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნი ითარ­გმნა მსოფ­ლი­ოს თით­ქმის ყვე­ლა ენა­ზე და მისი მი­ლი­ო­ნო­ბით ეგ­ზემპლა­რი გა­ი­ყი­და. და­ახ­ლო­ე­ბით სა­მო­ცი წლის წინ წიგნს გა­ეც­ნო ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მკი­თხვე­ლიც და მას შემ­დეგ არ და­უ­კარ­გავს მის­და­მი ინ­ტე­რე­სი. თუმ­ცა არის გარ­კვე­უ­ლი გა­რე­მო­ე­ბი, რო­მელ­თა გა­მოც ჩვენს ახალ გა­მო­ცე­მას შეგ­ვიძ­ლია თა­მა­მად ვუ­წო­დოთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი. საქ­მე ის არის, რომ „ანე ფრან­კის დღი­უ­რის“ სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად, ეფუძ­ნე­ბა ოტო ფრან­კის, დღი­უ­რის ავ­ტო­რი გო­გო­ნას მა­მის, მიერ გა­მო­სა­ცე­მად მომ­ზა­დე­ბულ შე­მოკ­ლე­ბულ ვერ­სი­ას. მა­მის მიერ ტექ­სტის შე­მოკ­ლე­ბას ჰქონ­და მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი მი­ზე­ზე­ბი – ოტო ფრან­კი ფიქ­რობ­და, რომ ზო­გი­ერ­თი ჩა­ნა­წე­რი, რომ­ლებ­შიც მისი მო­ზარ­დი ქა­ლიშ­ვი­ლი საკ­მა­ოდ ხის­ტად ეხე­ბო­და კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებს, გუ­ლახ­დი­ლად მსჯე­ლობ­და ინ­ტი­მურ თე­მებ­ზე და ა.შ., უხერ­ხუ­ლი და შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხვე­ლამ­დე მი­ვი­და უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, თუმ­ცა არა სრუ­ლი და ავ­თენ­ტუ­რი სა­ხით. სწო­რედ ეს ტექ­სტი ითარ­გმნა ქარ­თუ­ლად და, რაც ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ითარ­გმნა თარ­გმა­ნი­დან. სწო­რედ ამით აიხ­სნე­ბა ჩა­ნა­წე­რე­ბის ავ­ტო­რი გო­გო­ნას სა­ხე­ლის შეც­ვლი­ლი ვერ­სი­ის დამ­კვიდ­რე­ბაც. Anneliese Marie Frank – ასე ერ­ქვა გო­გო­ნას, რო­მე­ლიც ამ­სტერ­და­მის ერთ-ერთი სახ­ლის სა­ი­დუმ­ლო ნა­წილ­ში თა­ვის ოჯახ­თან და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად ორ წე­ლი­წად­ზე მეტ­ხანს ემა­ლე­ბო­და ფა­შის­ტე­ბის დევ­ნას და სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც ვერ და­აღ­წია თავი,“ – გან­მარ­ტავს „პა­ლიტ­რა L-ის“ მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი მაია ალუ­და­უ­რი.
დღიურის პოპულარობა განპირობებულია ისტორიული ღირებულების უნიკალური კომბინაციით, ღრმა ფილოსოფიური რეფლექსიით და პატარა ავტორის უნარით, გამოხატოს თავისი გრძნობები ისე, რომ ისინი უნივერსალური გახდეს ყველა ასაკის მკითხველისთვის.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – 26 ოქტომბერს მატყუარა მთავრობას გავისტუმრებთ და სასწრაფოდ დაიწყება ანაკლიის პორტის მშენებლობა დასავლელი პარტნიორების მონაწილეობით – ეს პორტი აუცილებლად უნდა ასახიერებდეს საქართველოს და კავკასიის კარიბჭეს