ირაკლი ეძგვერაძე – თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსია

თბილისის მერიაში ფინანსური პოლიციის შესვლა არის მოჩვენებითი და ფარსია. ნებისმიერ პროექტში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო განხორციელებული – დიდი თუ პატარა, კორუფციის ნიშნები იყო, მაგრამ არასდროს არავინ არ დასჯილა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, „რუსული მმართველობა პირდაპირაა დაკავშირებული კორუფციასთან“.
„ჩვენ ყველამ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ის არსად არ წასულა. მან დააანონსა ვითომ და კორუფციასთან ბრძოლა. გავიდა რამდენიმე დღე და თბილისის მერიაში შევიდა კონკრეტული საგამოძიებო უწყება მოჩვენებითად, ეს ყველაფერი არის ფარსი. ნებისმიერ პროექტში, რომელიც თბილისის მერიის მიერ იყო განხორციელებული – დიდი თუ პატარა, კორუფციის ნიშნები იყო, მაგრამ არასდროს არავინ არ დასჯილა და რუსული მმართველობა პირდაპირაა დაკავშირებული კორუფციასთან. ყველაფერს ამას 2024 წელს არჩევნებზე ქართველი ხალხი გასცემს საკადრის პასუხს და რუსულ რეჟიმს აუცილებლად დაასრულებს“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობის“ პიარსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია