საკუთრების უფლების დაცულობით საქართველო ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების საუკეთესო ოცეულშია
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, საკუთრების უფლების დაცულობის რეიტინგს აქვეყნებს.
https://chandlergovernmentindex.com/countries/georgia/
ინდიკატორის მეთოდოლოგია ეფუძნება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის და ორგანიზაცია Prindex-ის თემატურ გამოკითხვებს. კვლევები ეხება ერთის მხრივ იმის დადგენას თუ რამდენად არის დაცული საკუთრების უფლება ქვეყანაში, მეორეს მხრივ კი გარკვევას იმისა, თუ მესაკუთრეების შეფასებით, რამდენად სავარაუდოა, რომ მათ მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაკარგონ ქონების ან ქონების ნაწილის გამოყენების უფლება მათი ნების საწინააღმდეგოდ.
საკუთრების უფლების დაცულობით გლობალურ რეიტინგში საქართველომ მაღალი შეფასება მიიღო, მსოფლიოში 36-ე პოზიციაზე მოხვდა, ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყნებს შორის კი საუკეთესო ოცეულში მე-19 ადგილზე გამწესდა.
საქართველო უსწრებს OECD-ის, ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: პოლონეთი, ხორვატია, ლატვია, საბერძნეთი, კვიპროსი, მალტა, უნგრეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი, სამხრეთ კორეა.




