“ეს ყველაფერი არაა თავსებადი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან და, აქედან გამომდინარე, ვერცერთ შემთხვევაში ამას ვერ შევიწყნარებთ” – სარჯველაძე ხიდაშელის ორგანიზაციის ტაივანიდან დაფინანსებაზე

“ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიკერძოებული ინტერესი”, – ასე აფასებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ტაივანის მხრიდან, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, არასამთავრობო ორგანიზაციის ,”სამოქალაქო იდეის” დაფინანსებას.
სარჯველაძის შეფასებით, ეს ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
“საქართველოს აქვს ბევრი NGO-გან, სამოქალაქო სექტორში მოღვაწე ცალკეული ადამიანებისგან განსხვავებული თავისი დამოუკიდებელი დღის წესრიგი და ინტერესები. საქართველოს მთავარი სასიცოცხლო ინტერესი გახლავთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ყველა სუბიექტის მხრიდან, საერთაშორისო მასშტაბით და ამავდროულად, რაც შეიძლება, ჩინეთთან კარგი, პარტნიორული ურთიერთობების ქონა იმიტომ, რომ ამაში ჩადებულია საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობა, იმისთვის, რომ პროცესები საქართველოსთვის ხელსაყრელად წარიმართოს, ამ პარტნიორული ურთიერთობების შედეგად.
ნებისმიერი განცხადება, ნებისმიერი ტიპის აქტივობა, რომელიც არ არის თავსებადი ამ პრიორიტეტებთან, არის კატეგორიულად მიუღებელი. ამ ყველაფრის უკან დგას კონკრეტული მიკერძოებული ინტერესი, ამ შემთხვევაში ტაივანის მხრიდან დაფინანსება. ჩვენთვის ეს ყველაფერი არ არის თავსებადი ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინტერესებთან, აქედან გამომდინარე ვერცერთ შემთხვევაში ამას ვერ შევიწყნარებთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ