საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში მე-13 ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია, სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი მსოფლიოში საუკეთესოა

საქართველო, მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით, მსოფლიოში 13-ე ადგილზე და ევროპის საუკეთესო ათეულშია. სამთავრობო კონტრაქტების მოპოვებისას მოსყიდვისგან თავისუფლებით კი, მსოფლიოში საუკეთესოა – მონაცემებს მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
კვლევა საქართველოში ბოლოს, 2023 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჩატარდა. გამოიკითხნენ 592კომპანიის მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერები. კორუფციისგან თავისუფლების მიხედვით, საქართველომ, მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო შეფასება დაიმსახურა. კერძო სექტორის რაოდენობა, რომლებიც ერთხელ მაინც, პრაქტიკაში გადააწყდნენ ქრთამის მოთხოვნის შემთხვევას, გამოკითხულ კომპანიათა მხოლოდ 1%-ს შეადგენს.
ინდიკატორი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებში – 7%, ხოლო მაღალი საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში -11%-ია. 2013 წლამდე არსებული მონაცემებით, საქართველოს მაჩვენებლები ქრთამის აღების შემთხვევების გავრცელების, თითქმის, 10%-ს შეადგენდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ქადაგიძე: რეგიონებში დავიწყეთ “ხალხის ძალის” ოფისების მომზადება. ჩავდივართ და ვხვდებით ჩვენს ფრაქციებსა და ამომრჩეველს. ვაპირებთ, ჩამოვაყალიბოთ რეგიონული ინფრასტრუქტურა და პარტიული აპარატი

მამუკა მდინარაძე დიუშენით დაავადებულ ბავშვებზე – ეს არის თემა, რომელიც არა პროტესტით, არა ისედაც ძალიან განერვიულებული მშობლის წაქეზებით და არა პიარ-კამპანიებით, არამედ პროფესიული დისკუსიით უნდა გადაწყდეს