როგორია კახეთში დაჭრილი მამაკაცების მდგომარეობა – მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია ერთი პირი

სისხლიანი გარჩევა კახეთში – დაჭრილია სამი ადამიანი. შემთხვევა თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთმა პირმა – სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა. დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილებს ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ და, როგორც ექიმმა განაცხადა, მათ სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
“ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. მოთავსებულები არიან შესაბამისს ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აღენიშნებათ,” – აღნიშნა ექიმმა.
რაც შეეხება მომხდარის მოტივს, ადგილობრივები კონფლიქტის მიზეზებზე ვერ საუბრობენ. ასევე, მომხდარს ბევრი თვითმხილველი არ ჰყავს.
პოლიციამ, მომხდართან დაკავშირებით, ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა გელაშვილი: ძალისხმევას არ დავიშურებთ იმისთვის, რომ მოსახლეობის ჩართულობით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. მშვიდობა საქართველოს და მეტი განვითარება ბორჯომს!

რუსთაველზე მოვდიოდი სამსახურიდან, ვხედავ 50-60 აქციის მონაწილე ჯოგად მოდის, ერთ-ერთმა დაიყვირა – ნახეთ, წინ რუსი მიდის, ეს ბრბო დაესია ტურისტს და რომ არა პოლიციის დროული რეაგირება, ალბათ ადგილზე მოკლავდნენ, მივედი ამ ბიჭთან და ჰოი საოცრებავ – ამერიკის მოქალაქე ლუკ გარეტი