“ქართულ ოცნებას” ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებით, არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს – მიხეილ სარჯველაძე

“ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, ამის მიუხედავად, ს პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, მკაფიოდ აიხსნა ყველა ფაქტორი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
“ოპონენტებს, ვინც მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისეთი მიზეზი უნდა მონახოს, რაც ივანიშვილისთვის ან ხელისუფლებისთვის რაღაც ფორმით დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს, ამ თვალსაზრისით, ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც პოლიტიკაში დაბრუნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენი პოლიტიკის მთავარი პრინციპია, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ მოქალაქეებზე და უზრუნველვყოთ ისინი კომფორტული სერვისების მიწოდებით – იუსტიციის სახლი გამორჩეული პროექტია სწორედ ამ თვალსაზრისით

პაატა ბურჭულაძის დაანონსებული რევოლუცია როგორი შეიძლება გამოვიდეს, თავადაც შეგიძლიათ იმსჯელოთ, მაგრამ ვიქნებით ყურადღებით და ყველას მინდა, მივცე პირობა – თუ ვინმე დააპირებს კანონის დარღვევას, ყველა კანონის მთელი სიმკაცრით მიიღებს პასუხს