ქურდობების სერია თბილისში -წყნეთის ქუჩაზე მხოლოდ ერთ ღამეში, ნიღბიანმა არასრულწლოვნებმა 3 ავტომობილი და სუპერმარკეტების ქსელი სპარი გაქურდეს. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდებმა მაღაზიას ქვები ესროლეს, შიგნით შესვლის შემდეგ კი იქიდან ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. ამის შემდეგ, მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარი სამი ავტომანქანა გატეხეს. სავარაუდოდ მანქანიდან წაღებულია თანხა.
საგამოძიებო მოქმედებები წყნეთის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჯერჯერობით უცნობია, იდენტიფიცირებული არიან თუ არა სავარაუდო დამნაშავეები.