კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია გამთენიისას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში მოხდა.
თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. შეჯახების შედეგად ადგილზე დაიღუპა მგზავრი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.