აშშ-მა ჰააგაში ქართველი მოსამართლე დაასანქცირა

შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) კიდევ ორ მოსამართლეს – ამის შესახებ CNN ი იუწყება.
სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ხუთშაბათს განაცხადა, რომ სანქციებს უწესებს საქართველოს წარმომადგენელ გოჩა ლორთქიფანიძეს და მონღოლ ერდენებალსურენ დამდინს „ისრაელის თანხმობის გარეშე, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის მოქალაქეების გამოძიების, დაპატიმრების, დაკავების ან სისხლისსამართლებრივი დევნის მცდელობებში უშუალოდ მონაწილეობის გამო.
ორშაბათს, ჰააგაში დაფუძნებულმა სასამართლომ უარყო ისრაელის მოთხოვნა, დაბლოკოს ღაზაში მის მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების მიმდინარე გამოძიება.
„ჩვენ არ შევეგუებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რაც არღვევს შეერთებული შტატებისა და ისრაელის სუვერენიტეტს“, – განაცხადა რუბიომ ხუთშაბათს გავრცელებულ განცხადებაში.
სასამართლომ 2024 წლის ნოემბერში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის ყოფილი თავდაცვის მინისტრის,დაპატიმრების ორდერი გასცა ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე