ევროპარლამენტის წინ ფერმერებმა კოცონი დაანთეს

ბრიუსელში ფერმერები ევროკავშირის მერკოსურთან დაგეგმილ სავაჭრო შეთანხმებას აპროტესტებენ. ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია ავრცელებს.
აღინიშნება, რომ ფერმერებმა ბელგიის დედაქალაქში დაახლოებით 1,000 ტრაქტორი შეიყვანეს, რათა ზეწოლა მოეხდინათ ევროკავშირის ლიდერების სამიტზე, სადაც წყდება შეთანხმების ბედი.
არსებული ინფორმაციით, პროტესტში დაახლოებით 7,000 ადამიანი იღებდა მონაწილეობას და მათი მარში ძირითადად მშვიდობიანი იყო.
მედიის თანახმად, ევროპარლამენტის წინ ხმაურიანი სცენებიც იყო, სადაც ფერმერებმა საბურავებისა და თივის კოცონი დაანთეს და პოლიციას გარკვეული ნივთები ესროლეს, რომლებმაც საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, მიმდებარე ქუჩები კი შავი კვამლით აივსო.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში