– „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა, თუმცა ს დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში ჩვენი წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს

„ქართულ ოცნებას“ ოპოზიციასთან უპირატესობა ისედაც ჰქონდა – ამის მიუხედავად, ს პოლიტიკაში დაბრუნებით მოცემულობა არსებითად იცვლება და არჩევნებში „ქართული ოცნების“ წარმატების პოტენციალი გაცილებით შთამბეჭდავი შეიძლება იყოს, – აღნიშნული განცხადება პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატმა მ გააკეთა.
როგორც სარჯველაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ამ თვალსაზრისით ირაკლი კობახიძის რემარკა მართებულია. მისი თქმით, პასუხი ყველა იმ ოპონენტმა მიიღო, ვინც თვლის, რომ „ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით რაიმე ისეთი მიზეზი უნდა მოინახოს, რაც ივანიშვილისთვის ან ხელისუფლებისთვის რაღაც ფორმით დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს“.
„უნდა ითქვას, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, როგორც ეს მან ახსნა, ოპოზიციასთან მეტი წარმატების მიღწევის სურვილი არ განაპირობებს. მკაფიოდ აიხსნა ყველა ის ფაქტორი, რის გამოც ის პოლიტიკაში დაბრუნდა – ოპოზიცია არის იმდენად კრიტიკულად სუსტი, რომ ეს განაპირობებს იმ საჭიროებას, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება მიიღო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყოველ ჯერზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შემოდიოდა, ეს ოპოზიციის ძალიან მძიმე მარცხით მთავრდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა