შალვა პაპუაშვილი – ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ და ახალი ომისთვის გვწირავს

ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილო წერს.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ.
„ის, ვინც საქართველოსგან „რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან სრულ შესაბამისობას“ ითხოვს, ითხოვს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას.
ის, ვინც საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს, გვიბიძგებს რუსეთთან ესკალაციისკენ. ის, ვინც რუსეთთან ესკალაციისკენ გვიბიძგებს, გვწირავს ახალი ომისთვის“, – წერს პაპუაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ბოკერია – „ოპოზიციური ალიანსის“ ამოცანაა იმ ხარისხის მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც რეჟიმს აიძულებს, დათმოს ძალაუფლება – როდესაც პოლიტიკურად კედელთან იქნებიან მიყენებული, მოლაპარაკებები რეალური იქნება