დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს – ალექსანდრე გოგინავა

დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან გრიპით ინფიცირებულების მომართვიანობა იკლებს – ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტების პროგნოზით, თებერვლის დასაწყისიდან გრიპის ვირუსით დაავადებულების რაოდენობა იკლებს. მათი განმარტებით, ქვეყანაში მეტწილად ა ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლისგან თავის დასაცავად ჰიგიენური ნორმების დაცვა და აცრაა რეკომენდებული.
ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, რომ ქვეყანაში ძირითადად „ა“ ტიპის ვირუსის 2 ქვეშტამია გავრცელებული, რომლებსაც მაღალი სიცხე, კუნთების, სახსრების ტკივილი და ხველა ახასიათებს.
„ყველა დაავადებას ახასიათებს თავისებური მიმდინარეობა. როდესაც მიაღწევს პიკს, შემდეგ იწყება დაღმასვლა. ასეა გრიპის შემთხვევაშიც. მოსალოდნელია, რომ იანვრის ბოლომდე მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდეს და დიდი ალბათობით, უკვე თებერვლიდან იკლებს მომართვიანობა“, – აცხადებს გოგინავა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კუპრაძე – თსუ-ის მარშზე არ ვიყავით წარმოდგენილი, აქციის მთავარი პოლიტიკური მოთხოვნიდან გამომდინარე, რაც ბოიკოტის მხარდაჭერას გულისხმობს – მონაწილეები ვიყავით და ვიქნებით ყველა ტიპის ქუჩის პროტესტში

ინფრასტრუქტურის მინისტრი ჯუთამდე მისასვლელ გზაზე – დეტალური საინჟინრო კვლევები და დაკვირვებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შედეგებზე დაყრდნობით მეწყრისგან დაცვის კონკრეტული ღონისძიებები დაიგეგმება