ვანო წერეთელი – ზურაბ ჯაფარიძე გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესებს, „ჯაფარას“ შეუძლია „შემკვრელის“ ფუნქცია შეასრულოს, რაც შეეხება პატიმრებით ვაჭრობას, ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობა არ შეიძლება – ერთს გამოუშვებს და დაიჭერს ათს!

ს ლეგიტიმაცია უსასრულობაშია წასული – ევროკავშირის გუშინდელი ამბები აჩვენებს, რომ ვერასდროს დალაგდება და ვერ გამოივაჭრებს ლეგიტიმაციას, თუნდაც იმ პირობებით, რასაც ევროპას სთავაზობს, – ასე აფასებს „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წევრი ვანო წერეთელი „პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში” ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატებისას გაჟღერებულ განცხადებებს.
როგორც ვანო წერეთელი აღნიშნავს, გუშინ, ევროპარლამენტში გამართულმა დებატებმა ქართველ ხალხს აჩვენა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ „ცივილიზებულობა არ გვეკუთვნის“.
„რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო მკაფიო ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ლეგიტიმაცია უსასრულობაშია წასული. ერთადერთი, რასაც ბიძინა ივანიშვილის ეძებს, ეს არის ლეგიტიმაცია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ევროკავშირის გუშინდელი ამბები აჩვენებს, რომ ვერასდროს დალაგდება და ვერ გამოივაჭრებს ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმაციას, თუნდაც იმ პირობებით, რასაც ევროპას სთავაზობს, კერძოდ, აღიარონ როგორც ავტოკრატი, რომელსაც დაწესებული აქვს ძალაუფლება საქართველოზე. გამოვაჭრების მცდელობის ნათელი დადასტურებაა მაკა ბოჭორიშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი სთან დაკავშირებით. ასევე, ვიცით, რომ ევროკავშირსა და საქართველოში მიდის საუბარი ქიმიური იარაღის ხალხთან გამოყენებაზე, რაც სცილდება ერთ ქვეყანაში ჩადენილ დანაშაულს. ამან ჰააგამდე უნდა მიაღწიოს და დადგინდეს ის, რომ ივანიშვილის რეჟიმმა კაცობრიობის წინაშე ჩაიდინა დანაშაული. დასაწყისში ისინი იქადნებოდნენ, რომ პასუხს აგებინებდნენ BBC-ს და რატომ გააჩერეს ეს პროცესი?! რატომ აღარ უჩივიან, რათა სასამართლომ დაადგინოს სიმართლე? მათ ეშინიათ, თუ უჩივლებენ, მოუწევთ დაკითხვებზე სიარული, ყველაფერი ცხადი გახდება. ეს არის მძიმე დარტყმა ივანიშვილის რეჟიმისთვის, რომელიც ისედაც ნულს ქვემოთ ლეგიტიმაციას ატარებს. გუშინდელმა შეხვედრამ ქართველ ხალხს დაანახა, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ჩვენ ცივილიზებულობა არ გვეკუთვნის“, – აღნიშნა ვანო წერეთელმა.
ამასთან, კითხვას, ცალკეული ევროპარლამენტარების მიერ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი განცხადებები მიუთითებს თუ არა იმ ფაქტზე, რომ „ახერხებენ ევროპულ სტრუქტურებში მხარდამჭერი ქვეყნების წარმომადგენლების ზრდას, ვანო წერეთელი პასუხობს, რომ ის მხარდამჭერთა წრის ზრდას ვერ ხედავს.
„არის გამონაკლისები, რომლებიც ამით ცდილობენ პიარის გაკეთებას, იმ ნარატივების პიარის გაკეთებას, რომელსაც არამხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით საუბრობენ, არამედ ზოგადად როგორც უყურებენ, ევროსკეპტიკოსებს ვგულისხმობ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც იზრდება. არსად ზრდის სახე არ აქვს. ერთეული ადამიანები არიან, რომელთაც საკუთარი მიზნები აქვთ ისაუბრონ ისე, როგორც საუბრობენ. საბოლოოდ გადაწყვეტილებებში, რასაც ევროკავშირი და სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუციები იღებენ, იქ ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებად და ს ჯაშუშად“, – აღნიშნავს ვანო წერეთელი.
ამასთან, ვანო წერეთელმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ აზიური სახელმწიფოებისთვისაც არ არის მისაღები, აღნიშნულზე კი ის ფაქტი მიუთითებს, რომ „აშხაბადში ვიზიტისას პრემიერი ეულად იდგა, ვინაიდან არავის უნდა არადამოუკიდებელ, არასუვერენულ სახელმწიფოსთან კონტაქტი“.
„ეს რეჟიმი არის ს გაგრძელება, პუტინის დანაპირების ასრულებაში ხელშეწყობა, რომ ის აღადგენს საბჭოთა კავშირს და ამის ნაწილი ვიქნებით ჩვენ. ეს იმიჯურად ძალიან კარგად გამოჩნდა აშხაბადში ე.წ. პრემიერის ყოფნისას, რომელიც ეულად დგას. არავის უნდა არა დამოუკიდებელ, არასუვერენულ სახელმწიფოსთან კონტაქტი. თუ გადაწყვეტილებებს ვერ იღებ და მიიღება კრემლში, მაშინ ის კრემლს უნდა ესაუბროს. რა თქმა უნდა, ასეა [აზიური სახელმწიფოებისთვისაც არ არის მისაღები]“, – აღნიშნავს ვანო წერეთელი.
გარდა საგარეო პოლიტიკისა, მან ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზეც ისაუბრა. კერძოდ, მან პარტია „დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას იმ პოზიციაზეც ისაუბრა, სადაც ის აღნიშნავს, რომ “პატიმრებით ვაჭრობა არ იქნება, ახლა შეტევის და ბრძოლის დროა”.
როგორც ვანო წერეთელი განმარტავს, „ელენე ხოშტარიას წერილი ცალსახად ვრცელდება ყველა პოლიტიკურ პატიმარზე და ყველა პოლიტიკური პატიმრის პოზიციას გამოხატავს“.
„ამას ადასტურებენ არამარტო ის პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში სხედან, არამედ ის ადამიანები, რომლებიც ქუჩაში საკუთარ სამშობლოს იცავენ. ყველას აქვს გააზრებული, რომ ბიძინა ივანიშვილთან ვაჭრობა არ შეიძლება. ერთს გამოუშვებს და დაიჭერს ათს. თუ შენ, ტერორისტს მისცემ უფლებას, რომ ივაჭროს შენთან პატიმრების სახელით, მაშინ ის აუცილებლად გააგრძელებს ამ ფორმას, ერთის გამოშვების სანაცვლოდ დააპატიმრებს სხვებს“,-აღნიშნავს ვანო წერეთელი.
რაც შეეხება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს, რომელიც საპატიმროს ხვალ დატოვებს, ვანო წერეთელი მიიჩნევს, რომ ზურაბ ჯაფარიძე გააცოცხლებს პოლიტიკურ პროცესებს და აიღებს ლიდერის ფუნქციას ოპოზიციურ ველზე, ვინაიდან მას შეუძლია შემკვრელი ადამიანის ფუნქცია შეასრულებს.
„ზურაბ ჯაფარიძე გააცოცხლებს [პოლიტიკურ პროცესებს]. „ჯაფარას“ ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს საერთაშორისო მასშტაბით. ამ მხარეს გააძლიერებს. ჩვენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროტესტით ცხოვრებით ვცხოვრობთ, შეიძლება ჩვენი კოალიციისთვის ვინმეს ხმა არ მოუცია, მაგრამ სიმპათიები ამ ადამიანების მიმართ, როგორც გამოკვეთილი პოლიტიკური ლიდერების მიმართ აქვთ. „ჯაფარა“ ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანთან საუბარი, მათ შორის ოპონენტებთან, იმათთანაც კი, ვისაც ჩვენთვის ხმა არ მოუცია. კი, [აიღებს ლიდერის ფუნქციას ოპოზიციურ ველზე].
ყველამ იცის, რომ პროტესტების დაწყების დღიდან იქ არის. მას შეუძლია შემკვრელი ადამიანის ფუნქცია, იმუშავებს პირადი სიმპათიები ადამიანების მხრიდან“, – აღნიშნავს ვანო წერეთელი.