FIFA-მ 2026 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის რეკორდული საპრიზო ფონდი – 655 მილიონი დოლარი გამოყო

FIFA-მ 655 მილიონი დოლარის ოდენობის საპრიზო ფონდი დაამტკიცა, რომელიც 2026 წლის მამაკაცთა მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეებს შორის განაწილდება. ფონდის მოცულობა 2022 წელს კატარში გამართულ მუნდიალთან შედარებით 50 პროცენტითაა გაზრდილი, – ინფორმაციას „ნიუ იორკ თაიმსი“ ავრცელებს.
ტურნირის გამარჯვებული 50 მილიონ დოლარს მიიღებს (წინა შემთხვევაში – 42 მილიონი), ფინალისტი კი – 33 მილიონს. მესამეადგილოსანი 29 მილიონ დოლარს დაეუფლება, მეოთხეადგილოსანი – 27 მილიონს, ხოლო მეოთხედფინალში დამარცხებული თითოეული გუნდი 19 მილიონ დოლარს მიიღებს.
მერვედფინალში გამოთიშული ნაკრებები 15 მილიონ დოლარს მიიღებენ, ხოლო 1/16-ფინალში დამარცხებულები – 11 მილიონს. ჯგუფურ ეტაპზე მონაწილეობით თითოეული გუნდი 9 მილიონს გამოიმუშავებს.
ასევე, თითოეულს ნაკრებს ტურნირისთვის მოსამზადებლად დამატებით 1.5 მილიონი დოლარი დაუმტკიცდება.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიაში ყველაზე მეტი, 48 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ტურნირი ჩრდილოეთ ამერიკის სამ ქვეყანაში – -ში, კანადასა და მექსიკაში ჩატარდება.
შეჯირება 2026 წლის 11 ივნისს მეხიკოში, „აცტეკას სტადიონზე“ გაიხსნება. პირველ შეხვედრაში ერთმანეთს მექსიკა და სამხრეთ აფრიკა შეხვდებიან. ფინალი 19 ივლისს -ში, ნიუ ჯერსიში, ისტ რუზერფორდში მდებარე MetLife Stadium-ზე შედგება.