გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ევროპული სტანდარტების, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, ევროპული სტანდარტების მქონე სტადიონის სამშენებლო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.
ახალი, 530 მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით კარგარეთელთან და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლევან კობიაშვილთან ერთად მოინახულა.
პროექტის ფარგლებში, მოეწყო თანამედროვე სტანდარტების მქონე მოედანი, ტრიბუნა, განათების სისტემა, საპარკინგე სივრცე, დაიგო საფარი, თითქმის დასრულებულია ბაზის მშენებლობაც.
მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე შენდება ფიზმომზადების ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს სპორტსმენების შესაძლებლობების სწორ განვითარებასა და მათ პროფესიონალ ფეხბურთელებად ჩამოყალიბებას. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის და აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით.
სპორტული ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 3 000 000 ლარამდე შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა