მედიაში გამოქვეყნებული ახალ კვლევების თანახმად, მეცნიერებმა, სავარაუდოდ, აღმოაჩინეს მიზეზი, თუ რატომ არ ჩაიძირა ბერმუდის კუნძულები მას შემდეგ, რაც 30 მილიონ წელზე მეტი ხნის წინ მისი ვულკანები ჩაქრა.
ჩვეულებრივ, როდესაც ვულკანური აქტივობა წყდება, ტექტონიკური ფილა მანტიის ღრმა “ცხელ წერტილს“ შორდება, ხოლო გაცივებული ქერქი და ვულკანი ნელ-ნელა იძირება.
თუმცა მეცნიერებმა ბერმუდის ქვეშ, ოკეანური ქერქის დაბლა, უჩვეულო ქანების ფენა აღმოაჩინეს, რომელიც კუნძულს ზემოთ სწევს და “ჩაძირვაში უშლის ხელს”
ქანების ფენა, რომელთა მსგავსი მსოფლიოში ჯერ არსად დაფიქსირებულა, სისქეში დაახლოებით 20 კილომეტრია
მკვლევართა ჯგუფმა, რომელსაც სეისმოლოგი უილიამ ფრეიზერი და იელის უნივერსიტეტის მეცნიერი ჯეფრი პარკი ხელმძღვანელობდნენ, იმ 396 მიწისძვრის სეისმური ტალღები გაანალიზეს, რომლებიც საკმარისად ძლიერი იყო, რათა დედამიწის სიღრმეში მკაფიო ვიბრაციები მოეხდინათ.
ამ ტალღებისა და მათ მიერ დატოვებული “კვალის“ გამოყენებით მკვლევრებმა შეძლეს ბერმუდის ქვეშ დაახლოებით 31 მილის სიღრმემდე მდებარე ქანების ვერტიკალური სურათის შექმნა.
კვლევებმა გასაოცარი შედეგი გამოავლინა, ბერმუდის ქვეშ ქანების სქელი ფენა მდებარეობს, რომელიც ძლიერ განსხვავდება მის გარშემო არსებული ქანებისგან.
“ჩვეულებრივ ოკეანური ქერქის ქვემოთ უკვე მანტია უნდა მდებარეობდეს, მაგრამ ბერმუდის შემთხვევაში არსებობს კიდევ ერთი ფენა, რომელიც ქერქის ქვეშ იმავე ტექტონიკურ ფილაში არის ჩაშენებული, რომელზეც ბერმუდი მდებარეობს” – აცხადებს უილიამ ფრეიზერი.
ფენის წარმოშობა ჯერ ბოლომდე ნათელი არ არის, თუმცა ერთ-ერთი თეორიის თანახმად აქტიური ვულკანიზმის ეპოქაში შესაძლოა გარკვეული რაოდენობის მაგმა ბოლომდე არ ამოფრქვეულა, მოხდა მანტიის ქანები ქერქში შეიყვანა, სადაც ისინი გაიყინა და “ტივის მსგავსი“ სტრუქტურა შექმნა ოკეანის ფსკერის ზემოთ.
“ბერმუდის ქვეშ ჯერ კიდევ დარჩენილია მასალა აქტიური ვულკანიზმის დროიდან, რომელიც შესაძლოა ამ რეგიონს ატლანტის ოკეანეში მაღალი რელიეფის ზონად შენარჩუნებაში ეხმარებოდეს, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენ იმ ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელიც ადრე უკანასკნელი სუპერკონტინენტის გულს წარმოადგენდა” – ამბობს მეცნიერი.
ამჟამად ფრეიზერი მსოფლიოს სხვა კუნძულების გამოკვლევით არის დაკავებული, რათა გაარკვიოს, არსებობს თუ არა ბერმუდის ქვეშ აღმოჩენილი ფენის მსგავსი სტრუქტურები სხვაგანაც, თუ ის მართლაც უნიკალური მოვლენაა.
www.ambebi.ge
წყარო




