ს თავდაცვის სამინისტრომ პირველად გაასაჯაროვა სთან ომის ბიუჯეტის ხარჯები

2025 წელს ს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯებმა, რომლებიც “უშუალოდაა კავშირში სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან”, შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 5,1 პროცენტი – განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა სამინისტროს კოლეგიის გაფართოებულ სხდომაზე. ამ ცნობას ავრცელებს ჯგუფი Faridaily.
რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტროს პროგნოზით, რუსეთის მშპ მიმდინარე წელს იქნება 217,3 ტრილიონი რუბლი. შესაბამისად, რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის გამოთვლით, სთან ომზე დახარჯულია 11,1 ტრილიონი რუბლი.
როგორც იუწყებიან, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა თავდაცვის სამინისტრო ასაჯაროებს ომის ხარჯებს. ამ დრომდე ქვეყნდებოდა ფედერალური ბიუჯეტის მხოლოდ ზოგადი ხარჯები, გრიფით “სახელმწიფო თავდაცვა” – რომელიც ასევე მოიცავს ინვესტიციებს მშენებლობაში, ახალი იარაღის განვითარებასა და სხვა ხარჯებს.
რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2025 წელს “სახელმწიფო თავდაცვის” ხარჯები შეადგენს 13,5 ტრილიონ რუბლს, და უკრაინასთან ომზე დახარჯული იქნება ამ თანხის დაახლოებით 82 პროცენტი.
ფორუმი

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა კობახიძე: “კარგად ხომ მოიქეცით? ახლა კიდევ უფრო უკეთ უნდა მოიქცეთ” არის რუსების მიდგომა. სანამ ფორმალურ-იურიდიულად არ წაიღებენ ქვეყანას მანამდე არ გაჩერდებიან. ქოცებსაც ბოლომდე მიაწვებიან და გაანადგურებენ