დიდი ბრიტანეთი რომან აბრამოვიჩს სასამართლოთი ემუქრება, “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული თანხების გამო

დიდმა ბრიტანეთმა გასცა ლიცენზია, რომელიც შესაძლებელს ხდის ბიზნესმენ რომან აბრამოვიჩის მიერ საფეხბურთო კლუბ “ჩელსის” გაყიდვიდან მიღებული 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგის მიმართვას უკრაინის ჰუმანიტარულ საჭიროებებზე.
ლიცენზიის პირობების თანახმად, სახსრები უნდა მიემართოს უკრაინის ჰუმანიტარულ მიზნებს და ნებისმიერი სამომავლო მოგების დახარჯვა შესაძლებელი იქნება მთელ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების მსხვერპლთა დასახმარებლად. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აცხადებს, რომ თუ აბრამოვიჩი თანხებს არ გადარიცხავს, ქვეყნის ხელისუფლება მზადაა სასამართლოს მიმართოს.
“დღევანდელი ლიცენზიის შემდეგ დროით თამაში აღარაა. რომან აბრამოვიჩმა უნდა შეასრულოს ვალდებულება, “ჩელსის” გაყიდვიდან დაკისრებული და 2,5 მილიარდი გადარიცხოს უკრაინის ჰუმანიტარული მიზნებისთვის. თუ იგი ამას თავისი ნებით არ გააკეთებს, ხელისუფლება მზადაა, აღსრულებას მიაღწიოს სასამართლოს გზით, რადგან მთელმა ფულმა მიაღწიოს მათთან, ვისი ცხოვრებაც განადგურებულია პუტინის უკანონო ომით”, – ამბობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი.
უკრაინის დახმარების ფონდში სახსრების გადაცემა იყო ერთ-ერთი პირობა ლონდონის ამ კლუბის გაყიდვის ოპერაციის დასასრულებლად. შეთანხმება 2022 წლის მაისში დაიხურა, მაგრამ ფული ამ დრომდე არ იყო გადარიცხული. მოცემულ მომენტში თანხა ირიცხება აბრამოვიჩის ერთ-ერთი კომპანიის გაყინულ ანგარიშზე.
გამოცემა Daily Mail-ი მანამდე წერდა, რომ აბრამოვიჩი უარს ამბობს, ხელი მოაწეროს თანხების გადარიცხვას და აცხადებს, რომ ფულის ნაწილი ასევე უნდა ერგოთ ომით დაზარალებულ რუსებს.
ს მხრიდან ში სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ, რომან აბრამოვიჩი დიდმა ბრიტანეთმა – სადაც იგი ცხოვრობდა – სანქციების სიაში შეიყვანა, ს პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მისი სავარაუდო სიახლოვის გამო. სანქციები ითვალისწინებდა აქტივების გაყინვას. თუმცა ხელისუფლებამ აბრამოვიჩს უფლება მისცა, თავისი კუთვნილი “ჩელსი” მიეყიდა ამერიკელ ბიზნესმენ ტოდ ბოელისთვის და კერძო საინვესტიციო კომპანია Clearlake Capital-სთვის, იმ პირობით, რომ გაყიდვიდან მიღებული 2,5 მილიარდი გირვანქა სტერლინგი გადაერიცხებოდა ორგანიზაციებს, რომლებიც უკრაინის ომით დაზარალებულებს უწევენ დახმარებას.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

ბერდია სიჭინავა – ჩორჩანას საქმეზე, ბრალდების მხარემ, ფაქტობრივად ჯერ ვერ ვიპოვეთ საკმარისი მტკიცებულებები და გამოძიება 2 თვით უნდა გავაგრძელოთო – იმედს ვიტოვებ, გახარიას წინააღმდეგ მტკიცებულებებს ცხინვალიდან არ ელოდებიან

სალომე სამადაშვილი – ევროკავშირი ითხოვს არა სანქციების დაწესება, არამედ შეიქმნას ეკონომიკური რეჟიმი, რომელიც დაგვიცავს, არ მოხდეს ქვეყნის გამოყენება სანქციებისგან თავის ასარიდებლად – მაქვს ეჭვი, არაბული ინვესტიციაც რუსული ფულის გათეთრების საშუალებაა