პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა

პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით სერბეთის დედაქალაქ ბელგრადს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, მეუღლესთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით სერბეთის რესპუბლიკის დედაქალაქს, ბელგრადს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს, დელეგაციასთან ერთად, სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი „სერბეთის სასახლეში“ უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ალექსანდარ ვუჩიჩის შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მედიისთვის ერთობლივი განცხადება გაკეთდება. ასევე, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილის შეხვედრა სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ჯურო მატუცისთან და ეროვნული კრების თავმჯდომარესთან, ანა ბრნაბიჩთან.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი კვალიფიცური სამუშაო ძალის დეფიციტზე – ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მთავარი გამოსავალი განათლების სისტემის გაუმჯობესებაა, მას შემდეგ, რაც სრულფასოვნად განხორციელდება განათლების რეფორმა, ეს სისტემური პრობლემები უმუშევრობის ნაწილში მოიხსნება