18 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
18 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, მსჯავრდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
18 დეკემბერს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდების ფაქტზე დაკავებულ ლევან ხაბეიშვილისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე ბრალდებულ მურთაზ ზოდელავას სასამართლო პროცესი გაიმართება.




