“რუსეთს მოუწევს უკრაინელების წართმეული სიცოცხლისთვის პასუხის გაცემა” – კიევი დონეცკის დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფს

კიევი დონეცკის დაბომბვაში მონაწილეობას უარყოფს. უკრაინის თავდაცვის ძალები აცხადებს, რომ მათ დონეცკის ბაზარში “საბრძოლო სამუშაოები დესტრუქციული იარაღით” არ ჩაუტარებიათ.
“რუსეთს მოუწევს უკრაინელების წართმეული სიცოცხლისთვის პასუხის გაცემა”, – აცხადებენ ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფება „ტავრიაში“.
გუშინ დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკი დაბომბეს, რის შედეგადაც 27 ადამიანი დაიღუპა და 20-მდე პირი დაშავდა.
პარალელურად, უკრაინელი სამხედროები ადასტურებენ, რომ მათმა ჯარებმა, ხარკოვის ოლქში, სოფელი კრახმალნოე დატოვეს. ეს მანევრი სახმელეთო ჯარების ხელმძღვანელობამ “წინასწარ მომზადებულ და უფრო ხელსაყრელ პოზიციებზე” დახევით ახსნა.
გასულ ღამით, კვლავ, ამოქმედდა საჰაერო თავდაცვა უკრაინის რამდენიმე ოლქში. მათ შორის იყო ოდესაც. დაიბომბა დონეცკი, ხერსონი, სუმი.

ასევე დაგაინტერესებთ

მოქალაქეები საგამოძიებო კომისიაზე მოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ – “ჩემი ბიზნესი “ნაციონალურმა მოძრაობამ” წამართვა ხაზარაძე-ჯაფარიძისა და “თიბისი” ბანკის ხელით”, შესაბამისად, მათთან არსებობს კითხვები – თეა წულუკიანი

ვიღებთ კანონს, რომლითაც დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების პირობები იქნება გაადვილებული, ასე რომ, ნურავის ექნება იმედი, რომ კორუფციაში ჩაერთვება, ფულს გაათეთრებს, სახელმწიფოს ან კერძო პირს დააზიანებს და ეს ფული შერჩება