“მიღებულია მნიშვნელოვანი კომუნიკე, რომელიც, მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით, ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს” – სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალურ ფორუმზე საქართველოც იყო წარმოდგენილი

ბერლინში, სურსათისა და სოფლის მეურნეობის გლობალური ფორუმის გახსნის ღონისძიებასა და ფორუმის ფარგლებში გამართულ მინისტერიალში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მიიღო.
შეხვედრას 60-ზე მეტი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრები და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, თენგიზ ნასარიძის განცხადებით, შეკრებილებმა სფეროს განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
მისივე თქმით, გაფორმდა შესაბამისი კომუნიკეც.
“მიღებულია მნიშვნელოვანი კომუნიკე, რომელიც ყველა მნიშვნელოვან ასპექტს მოიცავს, რომელიც არსებობს მსოფლიოში სასურსათო უსაფრთხოების გამოწვევების კუთხით. გავმართეთ არაერთი შეხვედრა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სოფლის მეურნეობის სამინისტროების ხელმძღვანელებთან, ასევე მნიშვნელოვანი სამუშაო დისკუსიები გაიმართა გერმანული ფედერაციული რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მონაწილეობით “, – განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც სრულად დისკრედიტირებული ევროპული ლიდერშიპი პირისპირ დარჩება საზოგადოების წინაშე, ღიად გაჟღერდება ახალი და მთავარი ინიციატივა – უუნაროა არსებული პოლიტიკური სისტემა, ამიტომ საჭიროა მმართველობის ახალი ფორმა და ეს ფორმა იქნება კორპორაციული მმართველობა

ევრობიუროკრატია დღეს დიპ სტეიტის ხელით რომ იმართება, ამას პატარა ბავშვიც კი ხვდება – საკუთარი ქვეყნებისა და ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებას თანამდებობებზე დასმულ პოლიტიკოსებს სწორედ ოლიგარქები აიძულებენ

დიპ სტეიტს უნდა, აჩვენოს ხალხს, რომ ევროპის უმძიმესი მდგომარეობა პოლიტიკური სპექტრის, არსებული პოლიტიკური სისტემის ბრალია – დიპ სტეიტს სურს, რომ ხალხის თვალში ბოლომდე დააკნინონ პოლიტიკური “ლიდერები” და სახელმწიფო ინსტიტუტები

„შეთანხმებას“, რომელზეც ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და შედეგად, ევროგაერთიანების ხარაკირს სწორედ მისი ავტოგრაფი ექნება სამუდამოდ, წინ უსწრებდა კიდევ ერთი, არანაკლებ კაბალური შეთანხმება, რაც სამხედრო ხარჯების მშპ-ს 5%-მდე გაზრდას გულისხმობს