ტურისტებისთვის 100 საუკეთესო ქალაქს შორის ყველაზე სუფთა პოლონეთშია – ეს არის კრაკოვი. ამას მოწმობს კომპანია Radical Storage-ის რეიტინგი, რომელიც შედგენილია ტურისტების 70 000-ზე მეტი ონლაინ გამოხმაურების ანალიზის საფუძველზე.
კრაკოვში ჩასული ტურისტების 98.5% კმაყოფილია ქალაქის წესრიგით და მოვლილობით, ქუჩებში ნაგვის არარსებობით და მოსახერხებელი საზოგადოებრივი სივრცეებით.
მაგრამ საქმე მხოლოდ ამაში არ არის – რეიტინგის შემდგენლების ვარაუდით, კრაკოვის უნაკლო რეპუტაციაზე გავლენა მოახდინა ქალაქისთვის მაღალმა შეფასებებმა თავად მისი მცხოვრებლებისგან.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პოლონეთმა მნიშვნელოვანი ყურადღება დაუთმო ქალაქების კეთილდღეობას – ნარჩენების მართვის სისტემების განვითარებიდან დაწყებული საზოგადოებრივი სივრცეების მოვლა-პატრონობით დამთავრებული.




