ირაკლი ფავლენიშვილი – როცა ცივილიზაციურ ოჯახთან გვაქვს საქმე, იქ დიდწილად იქნები გავლენის ქვეშ, თუმცა ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება საქართველოში, ამაზე სხვა აზრი ლევან სანიკიძეს არ გააჩნია – ყველაფერს შეიძლება მოაბა კუდი

ნებისმიერ განცხადებას შეიძლება მოაბა კუდი და ისე გამოვიდეს, თითქოსდა, ლევან სანიკიძე თვლის, რომ ჩვენი ქვეყნის ბედი საქართველოში არ წყდება, საქართველოს ბედი წყდება საქართველოში! – მისი განცხადების მთავარი აზრი ისაა, რომ დღეს საქართველოს კი არა, მთელი ევროპის ბედი წყდება ში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა მისი თანაგუნდელის, ლევან სანიკიძის განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის მიხედვით, „ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ბერკეტი – 70% წყდება გარეთ, დანარჩენი 30% შიგნიდან“.
როგორც ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საუბრისას აღნიშნა, „როცა ცივილიზაციურ ოჯახთან გაქვს საქმე, იქ საქართველო დიდწილად იქნება გავლენის ქვეშ“.
„ნებისმიერ განცხადებას შეიძლება მოაბა კუდი და ისე გამოვიდეს, თითქოსდა, ეს ადამიანი თვლის, რომ საქართველოში ჩვენი ქვეყნის ბედი არ წყდება. როგორი ინტერპრეტაციაც მისცა „ოცნებამ“ და ოპოზიციის იმ ჯგუფმა, რომელიც მუდმივად ჩვენს წინააღმდეგ აკეთებს განცხადებებს. ლევან სანიკიძე გამოვა არ გამოვა, მნიშვნელობა არ აქვს, ეს ხალხი მაინც ყოველდღიურად, ჩვენი პარტიის ლანძღვაშია.
სანიკიძის აზრი გახლავთ ძალიან მარტივი, როგორც ალბათ, ყველას აზრი, რომ საქართველოს კი არა, მთელი ევროპის ბედი წყდება ში. თუ რუსეთმა ამ აგრესიული ქმედებით გარკვეული ბენეფიტები მიიღო და დასავლურმა სამყარომ თავისი სიცოცხლისუნარიანობა და სიძლიერე არ აჩვენა, რაც ასე არ იქნება, ამის ღრმა რწმენა მაქვს პრაგმატულადაც… ამ შემთხვევაში, მერცი საუბრობს ხოლმე, რომ გერმანიის და ევროპის ბედი წყდება იმ კონფლიქტის მოგვარებაში, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს.
როცა ცივილიზაციურ ოჯახთან გვაქვს საქმე და ამხელა გეოპოლიტიკის პროცესთან, იქ საქართველო დიდწილად იქნება გავლენის ქვეშ. თუმცა საქართველოს ბედი წყდება საქართველოში. ამაზე სხვა აზრი ლევან სანიკიძეს არ გააჩნია, უბრალოდ მისი განცხადების მთავარი აზრი ის იყო, რომ როგორც საქართველოს, ისე ევროპის სხვა ქვეყნების ბედი, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში. როგორ მოგვარდება ეს კონფლიქტი და რა იქნება საბოლოო შედეგი. ამაზეა საუბარი. საქართველოს, თავის ბედს ყოველთვის ქართველი ბედი წყვეტდა. 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ დროს, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამერიკის თუ სხვა ნებისმიერი პოლიტიკური აქტორის დიდი ნება და მხარდაჭერა არსებობდა კონკრეტული რევოლუციური პროცესის, ძალიან ცდება“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამისა, ფავლენიშვილმა ისაუბრა ფრაქცია „საქართველოსთვის“ ინიციატივაზე, რომ აქციების დაშლისას გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლის მიზნით საგამოძიებო კომისია შეიქმნას. მისი შეფასებით, „ივანიშვილი საკუთარი თავის დანაშაულს არ გამოიძიებს“.
„ეს ხალხი [გახარიას პარტია] შეიძლება დავამშვიდოთ. როგორც 20 ივნისზე დადგა კონკრეტული შედეგი საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, ისე დადგება აუცილებლად ამ ნოემბერ-დეკემბრის ბარბაროსულ დარბევაზეც. რაც შეეხება მათ აქტიურობას, მთელი საპროტესტო ელექტორატისთვის ეს ცოტა ტრაგიკომიკურ ხასიათს ატარებს. პარლამენტში აყენებდე საკითხს, რომ „ქოცებმა“ გამოიძიონ საკუთარი დანაშაული და საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვდე იმ ადგილას, სადაც ვიცით რა ხდება ბოლო ერთი წელი, რა კანონებსაც იღებენ და რა განწყობებიც აქვთ… ეს ყველამ ხომ იცის, რომ აბსოლუტურად უშედეგოა და ივანიშვილი საკუთარი თავის დანაშაულს არ გამოიძიებს. შეუძლებელია, დამნაშავემ და შესაძლო ბრალდებულმა გამოიძიოს საკუთარი დანაშაული. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ საერთაშორისო ინსტიტუციების ამოქმედება“,- განაცხადა ფავლენიშვილმა.
ამასთან, ფავლენიშვილმა შეაფასა ს საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მიხაილ კალუგინის განცხადება, რომ „მოსკოვი საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებისკენ სერიოზულად არის მიმართული“. მისი შეფასებით რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ „ივანიშვილი დიდი ხანია მიიწევს“.
„ამ მიმართულებით იყო გაკეთებული განცხადება წინასაარჩევნოდ, რომელმაც უდიდესი გამოხმაურება პოვა ქართულ საზოგადოებაში. ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას ვგულისხმობ. ამის შემდგომ გადადგმული იყო სხვა ნაბიჯები, ვგულისხმობ, წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის საქმიანობას, როდესაც ისინი პირდაპირ ცდილობდნენ ქართული სამხედრო ძელებისა და პოლიტიკური ხელმძღვანელობის დადანაშაულებას აგვისტოს ომის მიმდინარეობაში ჩადენილ, თურმე გადაცდომებში და დანაშაულში, რაც რუსების მავნებლური ნაბიჯი იყო. ისინი ცდილობდნენ, რომ, ფაქტობრივად, სამართლებრივი საფუძველი შეექმნათ კრემლის პოლიტიკური მანევრირებისთვის.
„ქართული ოცნების“ მხრიდან გადადგმული იყო ისეთი ნაბიჯები, რომლითაც ჩვენ დასავლეთიდან ჩამოშორებულები აღმოვჩნდით და დავრჩით რუსული ძალის ამარა, ისე, რომ ფაქტობრივად, დამაბალანსებელი ფაქტორი აღარ გვაქვს. ეს პოლიტიკა არის დამანგრეველი. „ოცნების“ განზრახვა ნორმალიზაცია იყო, მაგრამ ნორმალიზაცია ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ უნდა მომხდარიყო, არამედ აი იმ მოდუსით, როგორც ამ განცხადებაში [პაპუაშვილის]შეიძლება წავიკითხოთ [ს მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის აღიარება]. მთლიანობაში, ეს პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქვეყანაში მიდის, აყენებს ისეთ საკითხს, რომ ივანიშვილის პოლიტიკა რუსეთის მიმართ არის არასწორი. სტრატეგიულად ის ცდილობს, თითქოსდა, ყველაფერი ქნას, რომ ნორმალიზაცია მოახდინოს რუსეთთან. რუსეთიდან კი მოდის ერთი და იმავე პასუხი. ამაშია პრობლემა. მ რაც არ უნდა თქვას, ამით რუსეთის პოლიტიკა არ შეიცვლება. დასავლეთთან ურთიერთობების გაწყვეტა იმის იმედად, რომ რუსეთმა შეიძლება კეთილგანწყობილი პოლიტიკა აწარმოოს, არის აბსოლუტური სიბეცე. ივანიშვილი ამას გამიზნულად აკეთებს. შეუძლებელია ეს აღქმული არ ჰქონდეს. ამიტომაც არის, რომ მისი გუნდის განცხადებები უბრალოდ იმის გამოძახილია, რომ ეს ხალხი რუსეთთანაც ბოლომდე ვერ ლაგდება. რუსეთთან პოლიტიკის მიზანი იყო, რომ გარკვეული „ბარტყი“ გადმოეგდო რუსეთს. არ ვიცი, ეს რა „ბარტყი“ იქნებოდა, წინასწარმეტყველება არ მინდა, თუმცა ჩანს, რომ რუსეთი ამაზეც არ არის თანახმა“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }