დიმიტრი პესკოვი – ნებისმიერი სანქცია აზიანებს -სა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს

ში უცხოური სამხედრო კონტინგენტების განლაგებასთან დაკავშირებით ს პოზიცია კარგად ცნობილი, აბსოლუტურად თანმიმდევრული და ნათელია, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„ჩვენი პოზიცია უკრაინის ტერიტორიაზე უცხოური სამხედრო კონტინგენტების ყოფნასთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი. ის ჩამოყალიბებულია პრეზიდენტის მიერ და სხვა სამუშაო დონეზე. ეს პოზიცია კარგად არის ცნობილი, აბსოლუტურად თანმიმდევრული და ნათელია“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ამასთან, მას ჟურნალისტებმა დაუსვეს შეკითხვა ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს კომენტართან დაკავშირებით, რომლის თქმითაც, მშვიდობა უკრაინის პრეზიდენტ საც სურს.
„ეს ყველაფერი ნათელი გახდება მას შემდეგ, რაც გადავხედავთ დოკუმენტებს, რომლებიც ევროპელებსა და უკრაინელებთან ამერიკელების მოლაპარაკებების შედეგად წარმოიშვა“, – განაცხადა პესკოვმა.
ამასთან, მან კომენტარი გააკეთა -ის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნებისმიერი სანქცია აზიანებს რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს.
„ნებისმიერი სანქცია აზიანებს, ურთიერთობების გაუმჯობესების პროცესს. ეს აშკარაა“, – აღნიშნა პესკოვმა.