მარმარილოს ზღვამ მოულოდნელად ნაპირიდან დაახლოებით 20 მეტრით უკან დაიხია, – ინფორმაცია ტელეარხმა Habertürk–მა გაავრცელა.
როგორც ABC.AZ-ი იუწყება, ინფორმაციის თანახმად, ფენომენი დასავლეთ თურქეთში, მის ევროპულ ნაწილში, მარმარა ერეგლისის რეგიონში მოხდა. ახლოს მდებარეობს ქალაქი თექირდაღი და აეროპორტი.
ტელეარხი აღნიშნავს, რომ წყლის უკან დახევის ადგილებში ქვიშის კუნძულები წარმოიქმნა და არაღრმა წყლებში რამდენიმე ნავი გაჭედილი შენიშნეს.
მიზეზები არ სახელდება. ტელეარხის ცნობით, ამ სიტუაციამ ადგილობრივ მოსახლეობაში შეშფოთება გამოიწვია.




