ევროკავშირი ემსგავსება საბჭოთა კავშირს, გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, კი მათ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რაც არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითია

ევროკავშირი ემსგავსება საბჭოთა კავშირს, გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, კი მათ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, რაც არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითია
ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს, გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, ევროკავშირის გაკრიტიკების, ამ დროს კი, აშშ კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი.
„ევროკავშირი სულ უფრო მეტად ემსგავსება საბჭოთა კავშირს მაშინ, როცა საზოგადოებას პატრიცებად და პლებეებად ჰყოფენ. ევროკავშირში გაწევრიანება თუ გინდა, უფლება არ გაქვს ხმის ამოღების, ევროკავშირის გაკრიტიკების. ამ დროს კი, ამერიკის შეერთებული შტატები ევროკავშირს კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს და პირდაპირ უთითებს იმ მდარე პოლიტიკაზე, რაც, სამწუხაროდ, მათ აქვთ. ასევე ფინალზეც მიუთითებს, სადაც ევროკავშირს არსებული პოლიტიკა მიიყვანს. ეს არის არათანაბარი დამოკიდებულების მაგალითი, რაც კაია კალასმა საზოგადოებას აჩვენა“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს