ლაფანყურში 3 ადამიანი დაჭრეს – არსებული ინფორმაციით, პირმა თანასოფლელების მისამართით სანადირო თოფიდან ისროლა

თელავის მუნიცპალიტეტში პირმა სამი თანასოფლელი დაჭრა.
შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდები ქუჩაში ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა, ერთმა სანადირო თოფიდან რამდენიმე გასროლით სამი მეზობელი დაჭრა.
დაშავებულები სხეულის მრავლობითი დაზიანებებით თელავის ორ კლინიკაში მოათავსეს.
ექიმის თქმით, დაჭრილებს ოპერაცია უტარდებათ.
რა გახდა მომხდარის ზუსტი მიზეზი, ჯერ უცნობია. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – 4 ოქტომბერს ტარდება არა არჩევნები, არამედ ივანიშვილს რუსული სპეცოპერაცია, რომლის მთავარი მიზანი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა – ივანიშვილი ამას ვერ ეღირსება

ლევან ცუცქირიძე – თავს არ მოვატყუებინებთ რაღაც პოლიტიკურ დაჯგუფებას, „ქართულ ოცნებას“ და გავაგრძელებთ უკომპრომისო ბრძოლას – დღევანდელი აქციის გზავნილია, რომ ე.წ. რუსული არჩევნები არის რუსული სპეცოპერაციის ნაწილი და მისი შედეგი დაწერილია