ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ში განლაგებული დასავლური ძალები რუსული ჯარების მოგერიებას შეძლებენ, თუმცა ეს, ჯერჯერობით, შორეული პერსპექტივაა

შეერთებული შტატებისა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიების თანახმად, რომელმაც ცეცხლის შეწყვეტის შემდგომ უნდა იმოქმედოს, მშვიდობისმყოფელებს, გარკვეულ ვითარებაში, რუსული ძალების მოგერიება შეეძლებათ, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, ეს ჯერ კიდევ შორეული პერსპექტივაა.
მერცს დაუსვეს შეკითხვა -ის მიერ ორშაბათს ბერლინში უკრაინის პრეზიდენტ სთან მოლაპარაკებების დროს შეთავაზებული შესაძლო უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რაზეც მერცმა უპასუხა, რომ გარანტების ფარგლებში საჭირო იქნება რუსული ძალების მოგერიება, ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი პირობი დარღვევის შემთხვევაში.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ დემილიტარიზებულ ზონას მეომარ მხარეებს შორის და, უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, ასევე ვიმოქმედებ ს შესაბამისი შემოჭრისა და თავდასხმების წინააღმდეგ. ჯერ აქამდე არ მივსულვართ. ის ფაქტი, რომ ამერიკელებმა აიღეს ასეთი ვალდებულება – დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, ნატო-ს ტერიტორიის მსგავსად – ვფიქრობ, რომ ეს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის შესანიშნავი ახალი პოზიციაა“, – აღნიშნა მერცმა.
ჯერ არ დათანხმებულა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც, -სა და ევროპის განცხადებით, ნებისმიერი უსაფრთხოების გარანტიის წინაპირობა უნდა იყოს, და ასევე არც დასავლური ჯარების უკრაინაში ყოფნას.