„ეს ვერ შეგვაშინებს“ – Deutsche Welle რუსეთში „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე

გერმანიის საერთაშორისო მედიაკომპანია Deutsche Welle(DW) გააგრძელებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომისა და სხვა თემების დამოუკიდებელ გაშუქებას. ამის შესახებ მედიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ბარბარა მასინგმა განაცხადა მას შემდეგ, რაც რუსეთში DW შეიტანეს „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში.
„ეს ვერ შეგვაშინებს“ – თქვა ბარბარა მასინგმა.
DW მაუწყებლობს 32, მათ შორის რუსულ ენაზე.
მედიაკომპანია რუსეთში „არასასურველი ორგანიზაციების“ რეესტრში 16 დეკემბერს შეიტანეს. სამი დღით ადრე, დუმაში არსებული „ს საქმეებში უცხოეთის სახელმწიფოების ჩარევის ფაქტების“ გამოძიების კომისიის თავმჯდომარე ვასილი პისკარიოვმა განაცხადა, რომ მიესალმებიან გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა წინადადებას DW-ს „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადების შესახებ.
DW-ს „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადება დაგმო გერმანიის მთავრობამ. მისი ოფიციალური წარმომადგენლის, შტეფან კორნელიუსის განცხადებით, გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ს ხელისუფლებას ეშინია დამოუკიდებელი ინფორმაციის, განსაკუთრებით ში ომის შესახებ.
2022 წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც გერმანიამ აკრძალა რუსული პროპაგანდისტული ტელეარხის, RT-ს მაუწყებლობა, რუსეთის ხელისუფლებამ DW-ს მოსკოვის ბიურო დახურა და ქვეყნის ტერიტორიაზე ამ მედიაკომპანიის მაუწყებლობა აკრძალა. 2022 წლის მარტში DW „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს, 2025 წლის დეკემბრიდან კი უკვე – „არასასურველ ორგანიზაციად”.
· „არასასურველად“ გამოცხადება ნიშნავს, რომ ასეთ ორგანიზაციებს რუსეთში საქმიანობა ეკრძალებათ და დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
· ორგანიზაციებს „არასასურველად“ აცხადებენ რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით და შემდეგ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში შეაქვთ.
პუტინის ხელისუფლებას „არასასურველად“ ჰყავს გამოცხადებული არაერთი ავტორიტეტიანი არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიაკომპანია.
2024 წლიდან „არასასურველთა“ რეესტრშია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება.
ფორუმი