ხვიჩას ჟურნალისტმა მოულოდნელი კითხვა დაუსვა – როგორი იქნება “ფლამენგოსთან” პსჟ-ს შემადგენლობა?

საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ მატჩის წინ პსჟ-ს გარემარბ ს „ეკიპის“ ჟურნალისტმა რატომღაც კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობს „ლივერპულის“ ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის რთულ მდგომარეობაზე, რაზეც ქართველმა ღიმილით და კორექტულად უპასუხა:
„მის მომავალზე საუბარი ჩემი საქმე არაა. ოდესმე გადმოვა თუ არა ჩვენთან? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის“.
„კვარამ“ აგრეთვე კომენტარი მოტივაციაზე გააკეთა: „ყველა ტურნირი მნიშვნელოვანია, გამარჯვება გვინდა და თამაშისთვის მზად ვართ. წელს ტიტულის მოგების კიდევ ერთი შანსი გვაქვს, ამიტომ ბოლომდე დავიხარჯებით“.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი, საბედნიეროდ, მოედანზე უფრო შემოქმედებითია, ვიდრე პრესასთან ურთიერთობაში და მას ციტირებს: „ნებისმიერი ტიტულის დაუფლება სასიხარულოა. ვიცით, კატარი პსჟ-ს მეორე სახლია. კარგი შეხვედრა იქნება, რომელიც წარმოუდგენელ ატმოსფეროში გაიმართება. როგორც მწვრთნელმა გვითხრა, „მეტოქე შესანიშნავი გუნდია, დაძაბული დაპირისპირება გველის, მიზნის მისაღწევად 100%-ით უნდა ვიყოთ მზად“.
„პარიზიენი“ წერს, რომ მწვრთნელის, ლუის ენრიკეს განკარგულებაში აშრაფ ჰაკიმის გარდა ყველ ფეხბურთელია, უსმან დემბელე 90 წუთი საასპარეზოდ მზად არაა, იბრაიმ მბაიე ჩინებულად ირჯება, მაგრამ ეს მისთვის ძირითადი შემადგენლობიდან ბარკოლას ან კვარაცხელიას ამოსაგდებად საკმარისი არაა და მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, მათთან ერთად ვინ იქნება შეტევაში მესამე.
„პარი სენ ჟერმენის“ სავარაუდო შემადგენლობა: შევალიე, ზაირ-ემერი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში, ნევეში, ვიტინია, ფაბიანი, ბარკოლა, კვარაცხელია, დუე.
მტრობაც ასეთი უნდა – ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ “ფლამენგოსთან” მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, “სარაევოდან” წავა – ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
[VIDEO] “მანჩესტერ იუნაიტედი” და “ბორნმუთი” რვაგოლიან მატჩში დაზავდნენ
ხვიჩა პსჟ-სთან ერთად კატარში გაემგზავრა
ნიჭიერი და ტექნიკური შემტევი – “ტორპედოს” ბრაზილიელი ახალწვეულის მომენტები გასული სეზონიდან [VIDEO]
[VIDEO] წიტაიშვილის შესანიშნავი გოლი – “მეცი” პსჟ-სთან ბრძოლაში დამარცხდა
[PHOTO] საფონოვი კვარაცხელიას უკან იდგა და სურათიდან ამოშალეს – არშავინმა შევალიეს გვამი უწოდა
“მეცი” – პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს ქართველმა ფეხბურთელებმა?
ტენ ჰაგის დაუვიწყარი დებიუტი – “ლევერკუზენი” “ფლამენგოს” 20-წლამდე გუნდთან 1:5 განადგურდა
ბრაზილიელმა ფეხბურთელებმა საყვარელი ქალები გაცვალეს – მილიტაომ თანამემამულის ყოფილ ცოლთან ურთიერთობის შესახებ გვაუწყა
ხვიჩა და პსჟ კიდევ ერთი საერთაშორისო ტიტულისთვის კატარში ითამაშებენ
კეინის დუბლი – 1/4-ფინალში “ბაიერნი” პსჟ-ს დაუპირისპირდება [VIDEO]
“ზუსტად იგივე ვუთხარი “კვარას”, როცა პირველად შევხვდი” – რა ისტორია გაიხსენა ლუჩანო სპალეტიმ?
მტრობაც ასეთი უნდა – ფრანგულმა კლუბმა პსჟ-ის საწინააღმდეგოდ “ფლამენგოსთან” მატჩამდე ასეთ რამ გააკეთა
“ჩინებული და საკვანძო ფეხბურთელია” – მწვრთნელმა წიტაიშვილი შეაქო, რომლის მეურვეობა ზაირ-ემერიმ ვერ შეძლო