უოლ-სტრიტის უდიდესი ბანკების პროგნოზები Bitcoin-თან მიმართებაში გაუარესდა

Bloomberg-ის ცნობით, უოლ სტრიტზე წამყვანი კრიპტოვალუტის მოყვარულები იძულებულნი არიან შეამცირონ მოკლევადიანი პროგნოზები ბაზრის ბოლოდროინდელი ვარდნის გამო.
Standard Chartered Bank-მა Bitcoin-ის ფასის პროგნოზი გაანახევრა.
ანალიტიკოსები ახლა ვარაუდობენ, რომ კრიპტოვალუტის ფასი 2026 წლის ბოლოსთვის 150 ათას დოლარს მიაღწევს – მათი წინა პროგნოზი 300 ათასი დოლარი იყო. გრძელვადიან სამიზნე 500 ათას აშშ დოლარის მიღწევის მოლოდინმა 2028 წლიდან 2030 წლამდე გადაიწია.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }