6 იანვარს ზუსტად 32 წელი შესრულდა თბილისის სამოქალაქო ომის დასრულებიდან. 32 წლის შემდეგ, იმ სისხლიანი დღების კვალი დედაქალაქის მთავარ გამზირზე თითქმის აღარსად ჩანს. მართალია ფიზიკური ჭრილობებს დროთა განმავლობაში ეშველა, თუმცა იმ ომმა ჩვენს ცნობიერებაშიც დატოვა ჭრილობები, რომელიც დღემდე მოუშუშებელია.
სწორედ მაშინ, როცა რუსთაველზე სამოქალაქო ომი ყველაზე ცხელ ფაზაში გადავიდა, საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა და საქართველოს დამოუკიდებლობა მსოფლიო თანამეგობრობამ სწორედ იმ დღეებში ცნო. საქართველოში, ახლადაღიარებულ დამოუკიდებელ რესპუბლიკაში ჩამოსულ უცხოურ დელეგაციებს კი გადამწვარი თბილისი დახვდათ.
32 წლის შემდეგ ახალგაზრდა ისტორიკოსმა ერთ-ერთი მეორადი ნივთების ბაზრობაზე შემთხვევით აღმოაჩინა დღემდე გამოუქვეყნებელი ფოტო ნეგატივები, რომელზეც ომის შემდეგომი თბილისის უმძიმესი დღეებია აღბეჭდილი.