გაყიდული “გუბაზოვიჩი” ცდილობს ქვეყანა მიჰყიდოს ოკეანეს გადაღმა გადამთიელებს

გაყიდული “გუბაზოვიჩი” ცდილობს ქვეყანა მიჰყიდოს ოკეანეს გადაღმა გადამთიელებს
ლადო სადღობელაშვილი, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სანიკიძის განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც, “ივანიშვილის ხელისუფლების ჩამოშლის 70 პროცენტი წყდება ქვეყნის გარეთ”. სადღობელაშვილის განცხადებით, “გენეტიკურად მოღალატე” ლევან სანიკიძე, ამაყობს იმით, რომ ცდილობს, ოკეანის გაღმა გაყიდოს საკუთარი ქვეყანა. მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს ეჯიბრებიან სახელმწიფოს ღალატსა და მის გაყიდვაში.
“ამ გენმოდიფიცირებული ღლაპის ბაბუამ უფროსმა ლევანმა უღალატა ზვიადს და მას გაქცეული პრეზიდენტი ეძახა…! მამამ КГБ-ს ნომრიანმა აგენტმა გუბაზმა, უღალატა ბიძინას რადგან მილიონი არ გადაუხადეს! თვითონ ეს “სპლიყვი” ჯერ მოღალატე მამამ სააკაშვილს ჩაუყვანა ში (მიჰყიდა) და ახლა უკვე თვითონ გაყიდული “გუბაზოვიჩი” ცდილობს ქვეყანა მიჰყიდოს ოკეანეს გადაღმა – გადამთიელებს…! ყველაზე გასაოცარი კი არის ის რომ ამ უღირსი და ყოვლად მიუღებელი საქციელით, ამ გენეტიკურად მოღალატეს თავი მოაქვს და ამაყობს, თურმე ქვეყნის ბედი საზღვარგარეთ წყდებაო! ასეთი საქციელისთვის 150 – 200 წლის წინ თავს მოჰკვეთდნენ ან ცოცხლად სარზე ააცმევდნენ, დღეს კი ეს ჰიბრიდული მუტანტი თავის ღალატს ქვეყნის სამსახურში ყოფნად ასაღებს! საოცარია პირდაპირ, სატირალი რომ არ იყოს, სამწუხაროდ ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას… ადამიანები რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან ტიპიურ ღალატში! ქვეყნის და სახელმწიფოს გაყიდვაში! P.S. ვიმეორებ ღალატი ამ ოჯახს სისხლში – გენეტიკაში აქვს!” – წერს ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

არაბიზაცია არის ტყუილი, რაც ჩვენ ფაქტებით დავადასტურეთ, ინვესტიცია არის უპრეცედენტო, 11 მილიარდის ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად ცნობილია საზოგადოებისთვის, დანარჩენი არის სპეკულაციები

რასაც უწოდებდნენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას, სინამდვილეში, ეს იყო ორპირი ქარის პოლიტიკა, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, ამ ორპირ ქარში მოჰყვა ორი ქვეყანა სამჯერ – ერთხელ ეს იყო საქართველო 2008 წელს და ორჯერ – უკრაინა, დღეს ვხედავთ, რომ აშშ-ი ფიქრობს ამ პოლიტიკის გადახედვაზე

ჩვენი გაცხადებული მიზანია, მათ შორის კონსტიტუციური ამოცანაა, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ამ პირობებში, სუბიექტურადაც ვართ დაინტერესებული, რომ ევროკავშირში შემობრუნდეს ის უარყოფითი ტენდენციები დადებითისკენ, რომელიც დღეს აბსოლუტურად თვალსაჩინოა და რაზეც აშშ-ის ადმინისტრაცია ღიად საუბრობს

არ არსებობს არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები, არსებობს მხოლოდ უცხოური მთავრობების მიერ საქართველოში ინტერვენციისთვის დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები, ფარდა ავხადეთ ყველაფერს – რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წლების განმავლობაში, იმას იმეორებს დღეს ტრამპის ადმინისტრაცია და კონკრეტული ყოფილი თანამდებობის პირები