31 დეკემბრის ღამე “ამბასადორი კაჭრეთში” ნამდვილ ზღაპრად იქცევა!

31 დეკემბრის ღამე “ამბასადორი კაჭრეთში” ნამდვილ ზღაპრად იქცევა!
უკვე მრავალი წელია ამბასადორი კაჭრეთი დაუვიწყარ და ენერგიულ პროგრამას სთავაზობს თავის სტუმრებს საახალწლოდ. წელსაც, ტრადიციულად, სტუმრებისთვის ჯადოსნური საახალწლო ღონისძიება დაიგეგმა, რომლის თითოეული დეტალი სტუმრის მაქსიმალური კომფორტისა და საზეიმო განწყობის შესაქმნელადაა გათვლილი.
საახალწლო ღამეს სტუმრებს ელოდებათ ენერგიული მუსიკალური პროგრამა ნოდარიკო ხუციშვილის ბენდისა და თეატრალურის კვარტეტის შესრულებით. საღამოს ბოლოს კი DJ KASHIA იზრუნებს სტუმრების საუკეთესო განწყობაზე. ცოცხალი მუსიკა, დინამიკური შოუპროგრამა, საჩუქრები, სიურპრიზები და საზეიმო ატმოსფერო უზრუნველყოფს დაუვიწყარ ემოციებს და განწყობას. ბავშვებისთვის კი ადგილზე მოწყობილი იქნება სპეციალური გასართობი სივრცე და პროგრამა თოვლის ბაბუასთან და საყვარელ ზღაპრის გმირთან ერთად.
სპეციალურად ამ დღისთვის ჩვენი შეფმზარეულის მიერ შექმნილი სადღესასწაულო მენიუ ქართული და ევროპული სამზარეულოდან, თეატრალურის კვარტეტისა და ნოდარიკო ხუციშვილის მუსიკა, ამბასადორი კაჭრეთის ვრცელი ტერიტორია, დახვეწილი საახალწლო დეკორაციები და საზეიმო განწყობა იდეალურ გარემოს ქმნის ახალი წლის შესახვედრად.
ამბასადორი კაჭრეთი თბილისიდან 1 საათის გზაზე მდებარე დასასვენებელი და გასართობი სასტუმრო-კომპლექსია, რომელიც თავის სივრცეში უამრავ სხვადასხვა აქტივობასა და უდიდეს სპორტულ ინფრასტრუქტურას აერთიანებს. მათ შორისაა გოლფი და მინი გოლფი, საცხენოსნო, პადელი, სასროლეთი, ჩოგბურთი, ბოულინგი და სხვა.
ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, დასაჯავშნად: 032 2 18 06 06; [email protected]