“მეორე ნომრად თამაშს არ ვაპირებთ, არ დაგავიწყდეთ, რომ “ნაპოლი” ჩემპიონია” – რა თქვა მაცარიმ “ინტერთან” მატჩის წინ

ხვალ, 22 იანვარს, თბილისის დროით 23:00 საათზე, იტალიის სუპერთასის ფინალში “ინტერი” “ნაპოლის” დაუპირისპირდება. “პარტენოპეის” მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა.
“ნაპოლიმ” გასულ წელს სკუდეტოს მოგებით, თავი მთელს მსოფლიოს გააცნო. ჩემთვის ეს კარიერაში მეორე ფინალია და ძალიან მსურს რომ გავიმარჯვო. თუმცა თუ ჩემპიონები ვერ გავხდით, მაინც კმაყოფილი ვიქნები, რომ ფინალამდე მივაღწიეთ.
რას ვფიქრობ “ინტერზე”? შესანიშნავი გუნდია, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ თავდაჯერებულები ვიყოთ. მეორე ნომრად თამაშზე თანახმა არ ვარ, მიუხედავად მეტოქისადმი პატივისცემისა, ჩვენ იტალიის მოქმედი ჩემპიონები ვართ.
ტრავმების გამო
დემე და ოლივერა ვერ დაგვეხმარებიან, თუმცა კაიუსტე და ზელინსკი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან”, – განაცხადა მაცარიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში