საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა

ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორის – Speedtest Global Index-ის სტატისტიკის თანახმად, საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზე იმყოფება.
2025 წლის რეიტინგის მიხედვით, ქვეყანა ერთ წელიწადში 4 პოზიციით დაწინაურდა.
Speedtest Global Index-ს მიხედვით, საქართველოში მობილური ინტერნეტის საშუალო სიჩქარე წამში 169.82 მეგაბაიტია, რითაც საქართველო სამხრეთ მაკედონიას და ნიდერლანდებს შორის მდებარეობს.
მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს პირველ სამეულში, შედის არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი და ქუვეითი.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }