2025 წლის დასაწყისში, ამერიკის მიერ იმპორტზე დაწესებულმა დამატებითმა გადასახადებმა მოკლევადიან პერიოდში მეორადი ავტომობილის ღირებულება გაზარდა, თუმცა შემდგომში სიტუაცია დასტაბილურდა. გაძვირების ტენდენცია აღარ შეინიშნება და პირიქით, გაიაფება შეინიშნება“, – ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში „კავკასუს ავტო იმპორტის“ კომერციულმა დირექტორმა, ალექსანდრე ვეკუამ განაცხადა.
როგორც ალექსანდრე ვეკუა განმარტავს, ფასის კლების მიზეზი ისიც არის, რომ ახალი ავტომობილების მიწოდების ჯაჭვი სრულად აღდგენილია და ამ მხრივ დეფიციტი აღარ არის. შესაბამისად, ეს იწვევს მოთხოვნის გადანაწილებას ახალ და მეორად ავტომობილებზე და როგორც შედეგს – მოთხოვნის კლებას მეორად ბაზარზე, რაც ფასებზე ავტომატურად აისახება.
„პოსტპანდემიის პერიოდში ახალი ავტომობილების მიწოდება პრაქტიკულად გაჩერებული იყო, რამაც მზარდი მოთხოვნა გამოიწვია მეორად ავტომობილებზე და ეს ფასზეც აისახა. ბაზრები დღეს დასტაბილურდა და ფასის ზრდის ტენდენცია ნამდვილად არ გვაქვს, პირიქით, რაღაც მხრივ კლებაც კი შეინიშნება.
დიდი ცვლილებები 2026 წელს მოსალოდნელი არ არის. ფასების ნაწილში ცვლილებას ნამდვილად არ ველოდებით, ყოველ შემთხვევაში, ამ გადმოსახედიდან“, – აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ.




